logo_geo
ნიკა მელია: ბოკერიას შესაბამისი ბერკეტი რომ გააჩნდეს, იზოლატორში გამომკეტავდა
- +

11 იანვარი. 2017. 13:11




„ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას შესაბამისი ბერკეტი რომ გააჩნდეს, დროებითი მოთავსების იზოლატორში გამოკეტავდა. ამის შესახებ მელია „რეზონანსს" ესაუბრა და აქვე იმ მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც, მისი თქმით, ე.წ. ბოკერიას გუნდმა პარტიის დატოვება გადაწყვიტა, ხოლო იქამდე გაათავისუფლა ყველა ის ადამიანი, რომელიც მას მხარს არ უჭერდა.


„მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერიას გუნდმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე გამართულ კენჭისყრაში წააგო და დარწმუნდა, რომ პარტიის მართვას ვეღარ შეძლებდა, დაიწყო დაკარგული ძალაუფლების არშეგუების პოლიტიკა", - აღნიშნა მელიამ.


მისი თქმით, პარტიის დაპირისპირებულმა ნაწილმა იცის, რომ 7 000 დელეგატით ყრილობაზე მათ მიერ დაყენებული ყველა საკითხი ჩავარდება, ამიტომ მიიღეს იძულებითი გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ.

 

„ახლა შესაბამის მომენტს ეძებენ, რომ კარები ხმაურით გამოხურონ. ამ ყველაფრის შემდეგ კი დაიწყეს უბრალოდ მავნებლობა, ცენტალური ოფისიდან გაათავისუფლეს ყველა ის ადამიანი და ასევე საპარლამენტო სიიდან ამოწერეს ყველას ის აქტიური წევრი, ვინც გიგა ბოკერის მხარს არ უჭერდა. ბოკერიას „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარეობოდან ჩემი გადაყენებაც სურდა, რადგან მას მხარს არ ვუჭერ, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. ერთი სიტყვით, გიგა ბოკერიამ ჩაიდინა ყოვლად წარმოუდგენელი ქმედებები. ეს არის სწორედ ის, რაც საზოგადოებას არ მოსწონდა "ნაციონალურ მოძრაობაში". მას სახელისუფლებო ბერკეტი რომ ჰქონდეს, ალბათ დროებითი მოთავსების იზოლატორში გამომკეტავდა", - აღნიშნა მელიამ.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი