logo_geo
შალვა ოგბაიძე: კოდუამ პირადად მაჩვენა ე.წ. შავი სია, სადაც ჩემი გვარი ეწერა
- +

18 ნოემბერი. 2016. 21:41


 

„იმ ხელისუფლებასთან ჩემი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როცა სამჯერ გადაყიდული 12 თუ 14 ათასი ავტომობილის ამოღების დაკვეთა არ შევასრულე",- ამის შესახებ საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ  გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში ისაუბრა.


როგორც ოგბაიძემ განაცხადა, ერეკლე კოდუამ მას შავი სია აჩვენა, რომელშიც ოგბაიძის გვარიც ეწერა.


- მეხსიერება არ მღალატობს და ვიცი, ერეკლე კოდუასთან კარგი ურთიერთობა გქონდათ. კოდუამ ქონების წართმევასა თუ სხვა სახის რეპრესიებისგან რატომ არ დაგიცვათ?


- გაგონილი კი მქონდა, მაგრამ კოდუამ პირადად მაჩვენა ე.წ. შავი სია, სადაც ჩემი გვარი ეწერა.


- არ ჰკითხეთ, ნაცებმა "შავ სიაში" რატომ შემიყვანესო?

 

- იმ ხელისუფლებასთან ჩემი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როცა სამჯერ გადაყიდული 12 თუ 14 ათასი ავტომობილის ამოღების დაკვეთა არ შევასრულე.


- ამ სამჯერ გადაყიდული 12 თუ 14 ავტოს ამოღების მიზანი რა იყო?

 

- რა და, - დაშინება.


- ეს ბრძანება ვისგან მოდიოდა?

 

- ირაკლი ოქრუაშვილისგან... შემდეგი ინციდენტი კი, რის გამოც წამოვედი, ასეთი იყო: რატი ალექსიძის მანქანით უშიშროების მაშინდელი მოადგილის მეუღლე დადიოდა, თუმცა საჭესთან კობა სუბელიანი იჯდა... შემდეგ, დონაძემ მითხრა, ამ ურჩობისთვის პროკურატურაში დამიბარებდნენ... მერე, მითხრეს, რომ საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტობიდან უნდა გადავმდგარიყავი, მაგრამ უარი რომ ვთქვი, შემოტევის მეორე ტალღა დაიწყო და კოდუამ სწორედ ამ დროს გამაფრთხილა და ისიც მითხრა, შენი სატელეფონო საუბრები ისმინებაო, თუმცა ტელეფონის ნომერიც არ შევცვალე - ისეთი რა უნდა მელაპარაკა?..











 

big_banner
არქივი