logo_geo
თენგიზ არჩვაძე: სასაცილოა, რომ საქართველო თითქოს მარიხუანის გაყიდვით უნდა აშენდეს...
- +

17 სექტემბერი. 2018. 22:46

 

 

 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა საქართველოში კანაფის მოყვანა და ექსპორტი კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით ნებადართული გახდეს. ამ საკითხს საზოგადოების არნახული გამოხმაურება მოჰყვა. დაგვაინტერესა თუ როგორია ცნობილი მსახიობის თენგიზ არჩვაძის მოსაზრება და მას ამ საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით, ასევე ვკითხეთ აზრი საპრეზიდენტო არჩევნებზე და მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზეც: 


- ავად ვარ, ვწევარ, ასე ვადევნებ თვალს ტელევიზიით მაგ ამბებს და კიდევ უფრო უარესად ვხდები. საერთოდ როგორ მეკითხებით თუ რას ვფიქრობ, რას უნდა ვფიქრობდე?! საშინელებაა და როგორ შეიძლება ამაზე საუბარი საერთოდ! იძახიან სამედიცინო დანიშნულებითო, წაიკითხეთ, ნახეთ რა შედეგიც აქვს მაგას ჯანმრთელობაზე და როგორ ეტანებიან ახალგაზრდები!


სულ სხვა მიზნები აქვთ მაგათ! ახალი საშოვარი გაუჩნდათ და ეგ არის! აკლიათ ხელფასები და პრემიები ეტყობა და უნდა დაიმატონ კიდევ სხვა გზებით, არ ჰყოფნით, ბატონო! არანაირი სხვა გამართლება მაგას არ აქვს. სასაცილოა, რომ საქართველო თითქოს მარიხუანის გაყიდვით უნდა აშენდეს! აქაოდა, მკაცრ კანონებს მივიღებთ, 21 წლამდე ბავშვებს დავსჯითო და იმას ზევით ასაკისას რას უზამენ? ძალიან ცუდი და ვრცელი თემაა ეს სასაუბროდ და ჯანმრთელობას კიდევ უფრო მიმძიმებს ამაზე მსჯელობა! ერთადერთი, ეკლესია თუ იტყვის ხმამაღლა სათქმელს და საბრძოლველად წამოდგება, მგონია, რომ ვეღარ გაბედავენ ამ უმსგავსობას! მე ვუყურე ეკლესიის გამოსვლას და მისასალმებელია მათი აზრი! მჯერა, რომ ეკლესია გაიმარჯვებს! 


- კიდევ რა ხდება დღეს ქვეყანაში ისეთი, რაც არ მოგწონთ?


- ოჰ, კაი ერთი... თქვენ ის მკითხეთ, რა მომწონს, ბატონო... მე არც ტელევიზიით გამოვდივარ, არც ჟურნალისტებს ვპასუხობ, განგებ აღარ დავდივარ აღარსად... ისედაც აღარ მაქვს ძალა სადმე ვიარო...

- საპრეზიდენტო არჩევნებზე რას იტყოდით... ხელისუფლება მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. რას იტყოდით მასზე, ეთანხმებით როცა ამბობს, ომი საქართველომ დაიწყოო?

 

- ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ეგრე არ უთქვამს ომი საქართველომ დაიწყოო, მაგრამ კარგით ეგრე იყოს, როგორც ჟურნალისტები ცდილობთ გამოთქვათ მისი ნათქვამი... ომში ჩვენი სიბრიყვით აღმოვჩნდით! ვერ შეამჩნიეს გარშემო რაც ხდებოდა და წამოეგნენ რუსეთის პროვოკაციას!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი