logo_geo
გივი სიხარულიძე: ბედნიერი ვარ, რომ გავიგე პრემიერ-მინისტრისგან ის განცხადება, რაც ძალიან მესიამოვნა
- +

11 იანვარი. 2017. 21:24


 

 

„როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი წავიდ,ა საგონებელში ჩავვარდი ვინ მოვიდოდა მის ნაცვლად, რანაირი მრწამსით და ეროვნული ხასიათის მატარებელი ადამიანი",- ამის შესახებ მწერალმა, მსახიობმა გივი სიხარულიძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ის ბედნიერია პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომელიც ვარდების მოედანთან არსებულ ღამის კლუბებს შეეხებათ.


„მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავიგე პრემიერ-მინისტრისგან ის განცხადება, რაც მე ძალიან მესიამოვნა. რა თქმა უნდა, ჩემთვის საშინელებაა და მიუღებელია ქართველი ქალის ამ საზიზღრობებში სიარული. ამ კლუბებში ხდება სრული ამორალურობა, რასაც ადრე ხელს უწყობდა „ნაციონალურ მოძრაობა", რადგან ტურისტების მოსაზიდად აწყობდათ",- განაცხადა სიხარულიძემ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს დაავალა, გარკვეულ კლუბებსა და ბარებში ადგილობრივი მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით დაინტერესდეს.


 

big_banner
არქივი