logo_geo
არჩილ გამზარდია: ორი აზრი არ არსებობს, რომ უკანონო საქმიანობა უნდა იყოს აღკვეთილი!
- +

11 იანვარი. 2017. 21:26


 

 

„იქ სადაც უკანონობაა არასრულწლოვანთა პროსტიტუცია, რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია",- ამ სიტყვებით ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც გამზარდიამ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, საქართველოში პროსტიტუციასთან დაკავშირებით ზოგადად კანონიც არ არსებობს, რაც დიდი პრობლემას წარმოადგენს.


„ზოგადად პროსტიტუციათან დაკავშირებით ჩვენ კანონიც არ გვაქვს, სრული ვაკუუმია. მახსოვს წლების განმავლობაში ამ საქმით დაკავებული ადამიანები აქციებსაც აწყობდნენ, მიირეთ კანონიო. ლეგალიზაცია თუ აკრძალვას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია კანონი სჭირდება. ორი აზრი არ არსებობს, რომ უკანონო საქმიანობა უნდა იყოს აღკვეთილი, აკრძალული. სახელმწიფოს ფუნქციაც ესაა",  - განაცხადა გამზარდიამ. 


 

big_banner
არქივი