პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში პროსტიტუციათან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, აღნიშნულ კრიმინალურ ქმედებას მთელი მსოფლიო ებრძვის, მაგრამ ამაზე პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები განცხადებებით არ გამოდიან.
„მთელს მსოფლიოში არასრულწლოვანთა პროსტიტუცია ეს არის კრიმინალი. მას ებრძვიან ისე, რომ პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები განცხადებებით არ გამოდიან. ეს ძალიან უხერხულია", - განაცხადა ჩარკვიანმა.