logo_geo
კობა დავითაშვილი ელისო კილაძეს: პატეფონი ხართ?
- +

22 სექტემბერი. 2018. 02:41

 

 

„მთელი ეს გამოკითხვები, რეიტინგები არაფერის მაჩვენებელი არ არის, გასაიდუმლოებული თუ საჯარო, სინამდვილეში წარმოადგენს ბრძოლის იარაღს. გამოკვლევებს აქვეყნებენ იმისთვის, რომ მერყევი ამომრჩეველი დაარწმუნონ, მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ და მოგვემხრე, თორემ ცუდად გექნება საქმეო“, - ამ სიტყვებით ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა „tvპირველის“ ეთერში ჟურნალისტი ელისო კილაძის განცხადება უარყო, რომელმაც აღნიშნა, რომ გასაიდუმლოებული კვლევებით საპრეზიდენტო კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძეს ამომრჩეველთა 25% აძლევს ხმას და მეორე ტური გარდაუვალია. რაზეც კილაძე არ დაეთანხმა. კობა დავითაშვილმა კილაძეს მიმართა, რომ „ხომ გაცალეთ... დებატები გულისხმობს ურთიერთ სმენას და პატივისცემას“... და დასძინა რომ არანაირ კვლევას არ ენდობა. დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.

 

„მხარს სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ, რადგან ის იყო გაერთიანებული ოპოზიციის,  არა ახლა რომ დაირქვეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაერთიანებული ოპოზიცია, არამედ ნამდვილი გაერთიანებული ოპოზიციის 2007-2008 წლებში საპრეზიდენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ეს საკითხი ვისაც არ ახსოვს, მაშინ ბადრი პატარკაციშვილმა შესთავაზა გაერთიანებულ ოპოზიციას, რომ მე ვიქნები თქვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. შედგა სხდომა გაერთიანებული ოპოზიციის სხდომა ლევან გაჩეჩილაძის სახლში...“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა, რომელსაც სიტყვა ელისო კილაძემ გააწყვეტინა და მიმართა, რომ „პატარკაციშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიცია, მიყოლებით გაემიჯნეთ პატარკაციშვილს და სააკაშვილთან ივაჭრეთ. ლევან გაჩეჩილაძე შავნაბადას გზაზე დარბოდა დილა-საღამო. შემდეგ დაშალეთ მიტინგი და ამის გამო თქვენ მხარი დაუჭირეთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას და არა ბადრი პატარკაციშვილს“... რაზეც კობა დავითაშვილმა უპასუხა: „ახლა მე გეტყვით სიმართლე როგორ იყო - ბადრი პატარკაციშვილმა შემოგვთავაზა დაფინანსება, არანაირი დაფინანსება ჩვენ მისგან არ მიგვიღია...“

 

ელისო კილაძემ კიდევ ერთხელ შეაწყვეტინა დავითაშვილს საუბარი და მიმართა „ნუ იტყუებით, ჩემს თვალწინ მიდიოდა ეს ფული...“ რაზეც კობა დავითაშვილმა უპასუხა: „არ ვიცი რა ფული მიდიოდა თქვენს თვალწინ, სად, ვის ჯიბეში არ ვიცი... ორჯერ მოგისმინეთ ძალიან მშვიდად გიყვებით... თქვენ რა პროცესის მონაწილე იყავით ახლა უბრალოდ არ მცალია, ამაზე ვისაუბრო... რადგან ქალბატონ ელისოს არ ესმის ხმას აუწევ“... რაზეც კილაძემ უპასუხა: „მე უფრო ხმამაღალი ხმა მაქვს...“

 

ამ განცხადების შემდეგ დავითაშვილი და კილაძე ერთმანეთის მიმართ ხმამაღალი ტონით საუბრობდნენ...

 

კილაძეს ყოფილმა დეპუტატმა შემდეგი სახის ტექსტით მიმართა: „ქალბატონო ელისო, კლასიკური მექრთამე და გამყიდველი ბადრი პატარკაციშვილის სააკაშვილის ფულზე ყველამ კარგად ვიცით ვინაა! ჩაწერილი ხართ და იმეორებთ? ვინ ჩაგწერათ? უკვე სამჯერ იმეორებ ერთიდაიგივეს პატეფონი ხომ არ ბრძანდებით? გაფუჭებული პატეფონივით იმეორებთ ერთიდაიგივეს“, - მიმართა დავითაშვილმა კილაძეს.

 

 

big_banner
არქივი