logo_geo
გივი სიხარულიძე: ყველაზე დიდი დანაშაული ერის წინაშე „გირჩმა“ ჩაიდინა, თავისი ჯაფარიძეთი!
- +

11 იანვარი. 2017. 23:00




„ჩემი მეგობრების 99 % გარდაცვლილია. 80% გარდაიცვალა იმით რომ ჯერ დაიწყეს „პლანის" მოწევა, მერე გადავიდნენ მორფზე, მერე კოკაინი და გერაინი. დღეს ყველა საფლავში წევს. ამათგან 10% ციხეში მოხვდა და გაუბედურდა", - ამის შესახებ მწერალმა, მსახიობმა გივი სიხარულიძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ისაუბრა. სიხარულიძის განცხადებით, ყველაზე დიდი დანაშაული ქართველი ახალგაზრდების წინაშე ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა" ჩაიდინა.


„მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი დანაშაული ერის და ახალგაზრდობის წინაშე „გირჩმა" ჩაიდინა, თავისი ჯაფარიძეთი. ორგანიზაცია „გირჩი" გამოდის იმისთვის, რომ საქართველოში ყველანაირი მორალი მოსპონ, დაავადმყოფონ ხალხი", - განაცხადა სიხარულიძემ. 


 

big_banner
არქივი