logo_geo
გოგა ჩანადირი: ჩემს შვილს ანიტა მე დავარქვი – ღვთისმშობლის დედის პატივსაცემად...
- +

24 სექტემბერი. 2018. 21:41

 

გოგა ჩანადირის შვილი – ანიტა, ახლახან გაქრისტიანდა. მას ოთხი ნათლია ჰყავს, მათ შორის – შორენა ბეგაშვილი. ბავშვი ქაშუეთში მონათლეს და ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მოკრძალებულ გარემოში აღნიშნეს. ამის შესახებ ფოტოგრაფი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

 

„ჩვენ გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ნათლობას, როგორც ერთ-ერთი საიდუმლოების ჩვენს ცხოვრებაში შემოტანას და ამასთან, ნათლიების ჩართვას. ნათლობამ კარგად ჩაიარა. გვეგონა, რომ ბავშვი იტირებდა, მაგრამ წყალი უყვარს და წყალთან შეხება ძალიან მოეწონა. ძალიან მოკრძალებული სუფრა გვქონდა, მხოლოდ ნათლიები და ოჯახის წევრები ვიყავით. ორი წლის ბავშვი რას გაიგებს, ვინ იყო და ვინ – არა. ამხელა ხარჯის გაღებას ჯობია, იმ მონათული ბავშვის სახელზე დაეხმარო ვინმე გაჭირვებულს.

 

ჩემს შვილს ანიტა მე დავარქვი – ღვთისმშობლის დედის პატივსაცემად და ვინაიდან ანა ძალიან გავრცელებული სახელი იყო, მინდოდა, ცოტა განსხვავებული ყოფილიყო და ამიტომ არის ანიტა. როდესაც ნათლობის სურათები გავრცელდა, არც მე ვჩანდი ფოტოებში, არც გვარი ეწერა, დაიწერა: ანიტა მოინათლაო და ყველა მიხვდა, ვისზე იყო საუბარი. ბიჭი რომ მყოლოდა, ვიცი, რომ შიოს დავარქმევდი, ძალიან თბილად ჟღერს. მონათვლა დიდი ხანია, გვინდოდა რადგან შორენას შვილი არ იყო კარგად, გადავდეთ, ვიდრე ამ პრობლემებს გადალახავდა და დაძლევდა“, - განაცხადა ჩანადირმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი