logo_geo
„უამრავი მაგალითი მაქვს, პატრიარქისგან გადარჩენილი - სულიერად თუ ხორციელად განკურნებული ადამიანების შესახებ“
- +

12 იანვარი. 2017. 11:57



„უწმიდესი მთელს ერს საოცრად გვიფრთხილდება", - ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ ჟურნალ „თბილისელებს" განუცხადა.


მისი თქმით, 23 წლიანი თანამშრობლობის შედეგად უამრავი სასწაულის მომსწრე გამხდარა.


„23-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, უამრავი მაგალითი მაქვს პატრიარქისგან გადარჩენილი  - სულიერად თუ ხორციელად განკურნებული ადამიანების შესახებ.

 

მახსენდება უამრავი ფიზიკურად განკურნებული ადამიანი. ჩემთვის უდიდესი სასწაული იყო ავადმყოფების ისტორია, რომელთაც აუცილებელი და გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდათ, მაგრამ უწმიდესთან რწმენით მოსვლის შემდეგ, აღმოჩნდებოდა, რომ ყოველგვარი ოპერაციის გარეშე დაამარცხეს დაავადება.

 

მასთან მოსული უშვილო ოჯახები, პატრიარქის ლოცვის ძალით, მშობლები ხდებიან და ეს უდიდესი სასწაულია. ბევრი რამის გახსენება შეიძლება, თუმცა ეს მხოლოდ წარსულის ისტორიები არაა, დღესაც ასე გრძელდება. მსგავს ფაქტებს ყოველდღე ვუყურებ და ვუსმენ", - განაცხადა შარტავამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი