logo_geo
რამაზ საყვარელიძე: თუ ხალხი ავტორიტარული მეთოდით იმართება, პოლიტიკოსიც დიქტატორი უნდა გახდეს
- +

26 სექტემბერი. 2018. 14:56

 


ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოლიტიკოსების პოლიტიკურ ფსიქოლოგიაზე ისაუბრა და განმარტა, რომ პოლიტიკოსის აუცილებელი თვისება სიძლიერეა.

„პოლიტიკა, ფაქტობრივად, ძალაუფლების სფეროა, ძალაუფლება კი ისევე ცვლის ადამიანს, როგორც, მაგალითად, სიმთვრალე. არიან ისეთებიც, რომელთაც ყოფაშიც და პოლიტიკაშიც ერთნაირი ხასიათი აქვთ. ასეთი ჩერჩილი მახსენდება. აი, ჰიტლერი კი ახალგაზრდობაში სულ სხვა ტიპი იყო, სამხატვრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება და მერე სულ ხვა ტიპად წარუდგა საზოგადოებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნოფსიქოლოგიას, ერზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, პოლიტიკოსს ერი აყალიბებს. პოლიტიკოსი ყოველთვის უწევს ანგარიშს, რა უნდა ხალხს, როგორ შეიძლება იმართებოდეს ის. თუ ხალხი ავტორიტარული მეთოდით იმართება და დემოკრატიის კულტურა არ აქვს, უნდა თუ არა, პოლიტიკოსიც ავტორიტარი, დიქტატორი უნდა გახდეს. ამიტომაც ჩივიან რუსები, ჩვენ ივანე მრისხანე, პეტრე პირველი, მერე ლენინ-სტალინი და ა.შ., სულ დიქტატორები გვყავდაო, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რომ თვითონ რუსი ერი კარნახობს მართვის ამ სტილს. არ იყო დიქტატორი ნიკოლოზი და კი ვნახეთ, როგორ დაუმთავრდა ცხოვრება. ბოლო პერიოდში ჩვენც ვჩივით, არც ერთი მთავრობა არ მოგვწონებია, მაგრამ ხშირად ჩვენ ვკარნახობთ მათ იმ მოუწესრიგებლობას და შეცდომებს, რასაც სჩადიან. პოლიტიკოსისთვის აუცილებელი თვისება სიძლიერეა. ის ცდილობს აჩვენოს, რომ მოწესრიგებულია, კარგი მეოჯახეა. პოლიტიკოსს სჭირდება პიარზე მუშაობა. მას შემდეგ, რაც პოლიტტექნოლოგიები გავრცელდა, მთელი ჯგუფებია, რომლებშიც პიარის, ფსიქოლოგების, დიზაინერების ჯგუფთან ერთად, ტექსტების დამწერები, პოლიტკონსულტანტები და სხვები მუშაობენ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი