logo_geo
მამა გიორგი ბასილაძე: კაზინო ჯოჯოხეთის ხაფანგია! ჩვენებურს ეშმაკი რას მოაგებინებს? ის გატყუებ!
- +

26 სექტემბერი. 2018. 20:12

 

 

- მამა გიორგი რატომ ითვლება ბანქოსა და ნარდის თამაში ცოდვად თუ მას ფულზე არ ვთამაშობთ?

 

პასუხი: არა მგონია, ერთი ორჯერ ნარდის თამაშის გულისთვის ფეხებით დაგკიდონ ჯოჯოხეთში ერთი ორჯერ შეიძლება, მაგრამ ასეთმა გართობამ შეჩვევა იცის, რომ შეეჩვევი, უკვე აზარტული ხდები და ჯერ თითო ბოთლ „პივაზე" ითამაშებთ, მერე შემწავარ დედალზე, მერე 20 ლიტრ ღვინოზე და მერე ფულზე და ყველაფერზეც! გასაგებია? ნარდი კი არ არის თავისთავად ცოდვა. ნარდი, სხვათაშორის აზროვნებასაც მოითხოვს, მაგრამ ერთი იცოდეთ წაგების პირას მისული ადამიანი „თამაშის გადასარჩენად“ ქვეცნობიერად ვიღაცისგან ითხოვს შველას, იწყებს რაღაც ნიშნებზე დაკვირვებას. ხდება ისე რომ ნიშნებიც უსრულდება და „შველასაც“ იღებს და ეს მომენტი არის აქ მთავარი! ვინაა ის „ვიღაც“, ვინც რომ დაეხმარა და მოაგებინა ?.. ვინაა ის, ვინც აზრი მიაწოდა, მოდი ასე გააგორეო?!...ეს სულია ბაბუა რომელიც ასე ნელ ნელა „უძმაკაცდება“, მერე სულ შედის მასში. იმორჩილებს ატყვევებს მას!.. მერე ტყუილია, ბაბუა, კაცმა ეს სული იოლად ან თავის ძალით მოიცილოს! ბოროტი ყველა ხერხს მიმართავს ადამიანის დასაპყრობად, ან აშინებს მას, ან ხელს უწყობს წაახალისებს. ათამამებს, შეიჩვევს და ბოლოს იპყრობს, გაუბედურებს და ჩაიყვანს ჯოჯოხეთში. მსმენია ისეთ „მოთამაშეზე“ რომელიც ხედავს თუ რა კარტი ეჭირა მის მოწინააღმდეგეს. ეს სინამდვილეა. უაზრობა იყო მასთან თამაში. ის იგებდა სულ. ნახეთ როგორ მოიცვა ბოროტმა სულმა იმ ადამიანის სხეული, გონება და სულიც!.. ადამიანმა გაითავისა ბოროტი სული, ბოროტი მოქმედებდა მისით, ის იქცა მის ჭურჭელათ, როცა ადამიანს ევალება გახდეს ღვთის მადლის ჭურჭელი!.. ამ „მოთამაშის“ სხეულით ასობით ადამიანი გააუბედურა ბოროტმა სულმა - გააყიდინა სახლ- კარი, გააგიჟა და თვითმკვლელობამდეც მიიყვანა. ბოლოს მასაც მოუღო ბოლო, როცა ის უკვე აღარ სჭირდებოდა, როცა უფრო ახალგაზრდა იყო კიდევ იმნაირი შეარჩია და მოამზადა. ფულზე თამაშით არ დაუწყია ბევრს. მაგრამ სული აიძულებს და მიიყვანს იქამდე . ჩვეულებრივ ადამიანს სად აქვს იმისი უნარი, ხედავდეს მოწინააღმდეგის ხელში „კარტს“ ან კიდევ თქვას „დუშაში“ და სიტყვით დასვას მოწოდებული „დუშაშ“. „თამაშები“ ცალკე სისტემაა! ამ სისტემას თავისი ბელადი ჰყავს. ის დიდი ძალის ბოროტი და გაიძვერა სულია და მან იცის როგორ მოიზიდოს და გააბას მახეში ადამიანი!.. ბოროტი ტყუილია არავის არაფერს ჩუქნის. ადამიანი ასეთ უნარს საკუთარი სულის ფასად იძენს მისგან. ბევრი ისე ბოთავდება რომ მართლა ჰყიდის თავის სულს და დაღუპულია სამუდამოდ! აი როგორი ფინალი აქვს „ჩ ვეულებრივ გართობას“. ამბობენ „კაზინოს წესით“ პირველი შემსვლეილი აუცილებლად იგებსო, რა წესი? ვისი დაწესებულია ეს წესი? უსულო მაგიდებს რა წესის დაწესება შეუძლიათ? წესი კი არა ბაბუა სულის მზაკვრობაა ეს! სხვათაშორის ეს „წესი“ რატომღაც არ ვრცელდება ყველაზე. რატომ? იმიტომ რომ ბოროტმა იცის ვინაა მისი „ნაღდი კლიენტი“. კაზინო ჯოჯოხეთის ხაფანგია! ჩვენებურს ეშმაკი რას მოაგებინებს? ის გატყუებ! კაზინოში „მოგებულს“ ხელიც არ უნდა ახლოთ, რადგან ამ „მოგებულს“ ბოროტი აუცილებლად გაზღვევინებთ, ან სულში დაგიწყებთ ფათურს. „თამაშის ვნება“ ძნელად განკურნებადია. „თამაში“ აუცილებლად მიიყვანს ადამიანს ბოროტთან სულიერ კავშირში, ან სიგიჟემდე, თვითმკვლელობამდე თუ ახლობლის აწიოკებამდე! კაზინოში რაა შენზე დამოკიდებული? ნარდი რაღაც პროცენტით შენს გონებაზე მაინც არის დამოკიდებული, კაზინოში კი ელოდები, რას მოგცემს ბოროტი!.. როგორც კაზინო ისე „ავტომატებიც" და ამ მოდგმის თამაშობები არის ყოვლად უსარგებლო, ყოვლად მავნებელი და სულის დამღუპველი „დაწესებულება“ და გამოგონება!.. იქ რომც მოიგო მაინც წაგებული ხარ და არა მხოლოდ შენ, არამედ შენი ახლობლებიც!.. პატარა ცოდვებით იწყება დიდი ცოდვა!.. თუ თავს არ მოერიე და არ შეჩერდი გასართობად დამჯდარს ისე შეგიჩნდება ეშმაკი რომ გამოუსწორებელ დასასრულამდე მიგიყვანს!.. ყველაფერი რაც ამ ცოდვილ მიწაზეა კი არ უნდა „ვიგემოთ“! ღმერთმა სამოთხეშც მისცა ადამს აკრძალვა, იქაც აუკრძალა ერთი ხის ნაყოფი. ნახეთ სამოთხეში რომელიც უცოდველად და ადამის სამყოფელად იყო შექმნილი და დღეს ამ ცოდვილ მიწაზე - ამ ჯოჯოხეთში როგორ შეიძლება ყველაფერ „გემო გაუსინჯო“? აქ ხომ ბოროტის თესლი ასე დანერგილი მრავლადაა! თუ არ შევზღუდავთ ბევრ რამეს, ისე სამოთხეში ვერ ავალთ!.. ერთი რამ იცოდეთ ღმერთი ჩვენ განსაკუთრებულად მოგვკითხავს ცოდვებს, სხვებზე უმკაცრესადაც!.. ამიტომ ვამბობ, რომ „ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი“!... ღმერთის რჩეული ერობა დიდი პატივია მაგრამ ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაც! ჩვენ ღმერთის ერთგულებასა და მორჩილებაში მაგალითის მიმცემი უნდა ვიყოთ!..

/მამა გიორგი ბასილაძე /

 

 

big_banner
არქივი