logo_geo
ბერა ივანიშვილმა გულშემატკივრებს ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა
- +

12 იანვარი. 2017. 14:40


 

მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ერთ-ერთ კინოთეატრში ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა და გულშემატკივრები მოიწვია, რომლებსაც მომღერლისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ. მათთან საუბარში რეპერმა აღნიშნა, რომ საკალათბურთო სამყაროში აქტიურად არის ჩართული და მათ სოციალურ ქსელში ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრობისკენ მოუწოდა.


„საქართველოს საკალათბურთო სამყაროში აქტიურად ჩართული ვარ. მოგეხსენებათ, NBA-ALL STAR-ის შესარჩევი ტური დაიწყო, რომელშიც ჩვენი და პირადად ჩემი მეგობარი - ზაზა ფაჩულია მონაწილეობს.

 

კალათბურთის გულშემატკივრებისგან ბევრი წერილი მომდის, რომ ზაზასთვის ხმის მიცემის კამპანიაში ჩავერთო, რადგან ყველას ახსოვს, შარშან ჩემმა გულშემატკივრებმა ზაზასთვის ხმების რა რაოდენობა შეაგროვეს.

 

ყველას მოგიწოდებთ, რომ სოციალურ ქსელში, დღეში თითო პოსტი გამოაქვეყნოთ - #NBAVote Zaza Pachulia", - მოუწოდა გულშემატკივრებს ბერა ივანიშვილმა.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი