logo_geo
„პატრიარქი ყველას, ვისაც სულიერი და ფიზიკური ტკივილი აწუხებს, გულის კარს უხსნის“
- +

12 იანვარი. 2017. 14:43



უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ ჟურნალ „თბილისელებთან" ის მძიმე ისტორია გაიხსენა, რომლის მეშვეობითაც პატრიარქთან ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.


მისი თქმით, ილია II მწუხარების ჟამს მისი ოჯახის გვერდით იდგა და ძმის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი სწორედ პატრიარქმა გადაატანინა.


„საპატრიარქოში 23 წლის წინ მოვედი ძალიან ტკივილიანი და ცრემლიანი ამბით, რომელიც ჩემი ოჯახის ტრაგედიაა. აფხაზეთის ომის დროს, 27 სექტემბერს, სოხუმში, ჩემი ძმა დახვრიტეს. როცა მისი ცხედარი ჩამოასვენეს, სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი პატრიარქმა გადაიხადა. მაშინ ჩემს ოჯახს უმძიმესი წლები ჰქონდა და რომ არა პატრიარქის უდიდესი სიყვარული და თანადგომა, ჩემი ოჯახისადმი, არ ვიცი, როგორ გადავიტანდი ამ მძიმე წლებს, ამის შემდეგ გაიხსნა ჩვენი გზა ტაძრისკენ. პატრიარქი ჩვენი ოჯახის ნუგეში გახდა. ის ყველას, ვისაც სულიერი და ფიზიკური ტკივილი აწუხებს, გულის კარს უხსნის. ჩვენთვისაც შვება იყო მასთან თითოეული შეხვედრა. წლებმა ჩვენი ურთიერთობა გაამყარა", - განაცხადა შარტავამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი