logo_geo
კახა კალაძე: ქალაქის ინფრასტრუქტურა ქვეითებზე ორიენტირებული უნდა იყოს
- +

1 ოქტომბერი. 2018. 15:03

 


 ადრე თუ ქალაქში ყველაფერი ავტომობილებისთვის კეთდებოდა, ახლა ფეხით მოსიარულეები და ქალაქში მათი კომფორტულად გადაადგილება ხდება პრიორიტეტული. ამის შესახებ  „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

„ახლა პრიორიტეტები შეიცვალა და ჩვენი მიზანია, ქალაქის ინფრასტრუქტურა სწორედ ქვეითებზე იყოს ორიენტირებული. ამას ემატება ველობილიკები, რომლებსაც თანდათან ვამატებთ.  ყველა გადასასვლელი ითვალისწინებს შშმპ-ების გადაადგილების საჭიროებას და პანდუსებითაა აღჭურვილი. ვამატებთ შუქნიშნებსაც, განსაკუთრებით სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კვალდაკვალ, ჩვენ ზონალური პარკირების სისტემაზე გადავალთ, რაც გამოიწვევს იმას, რომ მეტი ადამიანი იმგზავრებს ავტობუსითა, მეტროთი და ავტომობილებს ნაკლებად გამოიყენებენ. ყველაფერს 2-3 წელიწადში მივაღწევთ, მაგრამ ადამიანების  არჩევანი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ შევქმნით პირობებს, თუმცა ეს  არ ნიშნავს, რომ თბილისში საცობები გაქრება. ნებისმიერ განვითარებულ ქალაქში საკმაოდ ბევრი ავტომანქანაა, თუმცა, ჩვენ ეს  უნდა მოვაგვაროთ და ავტომობილებმა ტროტუარები არ უნდა წაგვართვას. ამ ყველაფერს დიდი თანხა სჭირდება, მაგრამ ცენტრალურმა ხელისუფლებამ მხარი ბევრჯერ დაგვიჭირა, რამაც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალება მოგვცა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი