logo_geo
რამაზ საყვარელიძე: ამ ჩანაწერში ხელისუფლების მონაწილეობა არ ჩანს
- +

1 ოქტომბერი. 2018. 17:36

 


ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა:


„ამ მოკლე ჩანაწერით ანალიზის გაკეთება გამიჭირდება. ერთი შეხედვით, ვიღაცამ შეიძლება ეს ორ ბიზნესმენს შორის მოლაპარაკებად მიიჩნიოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას შეიძლება ისიც ართულებდეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი პირის ძმაა, თუმცა ძალიან ძნელია იმის მტკიცება, რომ „ომეგა ჯგუფს“ პრობლემები ამგვარი გარიგების ჩაშლის გამო გაუჩნდა. ამ ჩანაწერში ხელისუფლების მონაწილეობა არ ჩანს. ეს ჩანაწერები ნამდვილად არ აჩვენებს, რომ ქვეყანას არაფორმალური ხელისუფლება მართავს, თუმცა, იმგვარი ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ გარკვეულ არაფორმალურ ჯგუფებს სურთ, რაც შეიძლება დიდი გავლენა მოიპოვონ ხელისუფლებაზეც და ბიზნესზეც“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი