logo_geo
თეა წულუკიანი: თუ ვინმე უნდა „გადადგეს“ ის ოპოზიცია, რომელიც იმუქრებოდა, მკვლელის ვინაობას დავადგენო!
- +

2 ოქტომბერი. 2018. 01:11

 

 

„დღესაც არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ როდესაც მოსამართლე პროკურორს არ დაეთანხმება, მთავარი პროკურორი უნდა გადადგეს“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ სტუმრობისას.

 

„რიტორიკულად ვიტყვი, რომ თუ დღეს ვინმე უნდა გადადგეს, ის არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც ისტერიკაში მყოფები კიოდნენ, ყველაფერი იუსტიციის მინისტრის ბრალიაო. ის ოპოზიცია უნდა გადადგეს, რომელიც იმუქრებოდა, ოღონდ კომისია შემიქმენით, მიმიშვით და მკვლელის ვინაობას დავადგენო. ბოლოს, იმით დამთავრდა, რომ მათ ჩემთან კითხვებიც კი არ ჰქონდათ. მერე, რაღაც ხომ უნდა ესაყვედურათ და მისაყვედურეს, რატომ თქვი, მთავარი პროკურორი არ უნდა გადადგესო“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სარალიძის საქმე ოჯახებისთვის, ახალგაზრდა თაობისა და მთლიანად ქვეყნისთვის დიდი ტრაგედია, როცა ბავშვებმა ერთმანეთზე იძალადეს და ამ საქმეზე გამოძიების ნაწილში ჩვენ ერთი, ყველასთვის უბედური შემთხვევა გვქონდა.

 

„უბედური შემთხვევა, რასაც მე ასე ვეძახი, ისაა, რომ ყველამ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის ყველა ჟურნალისტმა, ბევრმა დეპუტატმა, მათ შორის, უმრავლესობიდან, რიგითმა მოქალაქემ, ხელოსანმა, ექიმმა და ა.შ გადაწყვიტა, რომ გამომძიებელზე უფრო მეტი გამომძიებელია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

big_banner
არქივი