logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ეგ არის თქვენი ლოგიკა? ამ ლოგიკით დადიხართ?!
- +

4 ოქტომბერი. 2018. 16:20


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „პირისპირ“ ოპონენტებს უპასუხა.

„ჩვენ დღეს ისეთ წინასაარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, როდესაც ოპონენტები, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ ჩვენს მიმართ იმ ბრალდებებს აჟღერებენ, რომლებშიც ზუსტად ამ გუნდმა ყველაზე დიდი კრახი განიცადა. ძირითადად, ეს არის 4 თემა: ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, აგვისტოს ომი და ბიზნესის თავისუფლება. ბიძინა ივანიშვილზე თქვენ როგორ ლაპარაკობთ, თქვენ ის ხალხი არა ხართ, ცხრა წელი ლენტებს რომ ჭრიდით? ვინმეს მართლა სჯერა, რომ ივანიშვილი ვინმეს 300 ათასს და 500 ათასს სთხოვდა? ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში 3 მილიარდი დახარჯა 4 მილიონს სთხოვდა ვის, ზაზა ოქუაშვილს, რომელსაც დაუბრუნა ბიზნესი, მედია და ახლა ფულს სთხოვდა? ეგ არის თქვენი ლოგიკა?, ამ ლიკით დადიხართ?!“
- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 





big_banner
არქივი