logo_geo
თემურ თათარაშვილი: ჩემთვის უბინაობა იმდენად დიდი პრობლემა იყო...
- +

4 ოქტომბერი. 2018. 18:16


„ჩემთვის უბინაობა იმდენად დიდი პრობლემა იყო, პირველი რაც ვნახე, ის ვიყიდე“,
- მომღერალი თემურ თათარაშვილი ახალი სახლის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ქირით ცხოვრება დასრულდა. მომღერალმა ინტერიერის დიზაინი და სახლის ყველა დეტალი თავად შეარჩია.

„ძალიან გამიმართლა, რადგან ქალაქის საუცხოო ხედებით 144 კვადრატული მეტრის ფართის ბინა ვიყიდე. ძალიან ძნელია ქირით ბინიდან ბინაში სიარული. ჩემთვის უბინაობა იმდენად დიდი პრობლემა იყო, რომ  პირველი რაც ვნახე, ის ვიყიდე, რემონტი თვენახევარში დავასრულე და საცხოვრებლად გადმოვედით. სახლში რომ შემოვდივარ, ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ჩემია. მეზობლებშიც გამიმართლა, სულ ახალგაზრდა, თბილისური ოჯახები არიან. ფაქტობრივად, აივანზე ვცხოვრობ, სასწაული ხედებია, განსაკუთრებით ღამით. ამ სახლში ყველაფერი ჩემი გემოვნებით გავაკეთე, მისაღებ ოთახში ჩემთვის მთავარი იყო დიდი ტელევიზორი და კომფორტული დივანი. მინდოდა, სახლში ერთი ფერის გამა ყოფილიყო, მთელი ინტერიერი ნაცრისფერ ტონში გადავწყვიტე. ტანსაცმლის ყიდვა ყოველთვის მიყვარდა, ამიტომ საკუთარ სახლში გარდერობის ოთახი აუცილებლად უნდა მქონოდა. სარემონტო საქმიანობებში აქტიურად ვერეოდი, ყველა მასალა ჩემი შერჩეულია. ელიავას ბაზრობაზეც დავდიოდი და ლილოშიც, არაფერი შემშლია. წლებია საძილე საშუალებებს ვსვამ, რაც ამ სახლში გადმოვედი, საძილე აბი აღარ მიმიღია. რაც საკუთარი ჭერის არქონას ახლდა, ის შინაგანი ფორიაქი აღარ მაქვს. ძალიან მინდა ძაღლი მყავდეს და მასთან ერთად ვიარო ლისის ტბაზე. თბილისის გარდა ჩემთვის კომფორტული ცხოვრება არსად არსებობს“, - განაცხადა თემურ თათარაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი