logo_geo
ზაზა ხატიაშვილი: ეს შეიძლება ადამიანმა იკადრო?! რატომ კადრულობენ ამას?..
- +

4 ოქტომბერი. 2018. 18:17


„ბევრ ქვეყანაში დასჯადია ის, რაც „რუსთავი 2“-მა და „იბერიამ“ იკადრეს“,
- განაცხადა ვანო ჩხარტიშვილის ინტერესების დამცველმა ზაზა ხატიაშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ ფარული ჩანაწერებისა და ლონდონის ექპერტიზის შესახებ საუბრისას.

„ვანო ჩხარტიშვილთან დიდი ხანია მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ეს ადამიანი დამიკავშირდა და მითხრა, ზაზა, ასეთი რამე არ მომხდარა, მაბრალებენ და ჩემი ინტერესები დაიცავიო. შევთავაზე, რომ ჩანაწერს ლონდონში, ყველაზე ცნობილ ექსპერტიზის ბიუროში გავგზავნიდი და თუ შენ ამ ექსპერტიზას ჩამიტარებ, მე დაგიცავ-მეთქი. ისიც დამთანხმდა. ეს ყველაფერი იმისთვის გავაკეთე, რომ ჩემი კლიენტი გამემართლებინა და საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, რომ არ შეიძლება, ადამიანს პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია დამონტაჟებული მასალით შეულახო და ის გაასაღო, როგორც ერთი ჩანაწერი. ბევრ ქვეყანაში დასჯადია ის, რაც „რუსთავი 2“-მა და „იბერიამ“ იკადრეს. ექსპერტიზის დასკვნა ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. არ მეგონა, თუ ამაზე შეიძლება წასულიყო ტელესივრცე. 2-წუთიან და 6- წამიან მონაკვეთში 7 სხვადასხვა საუბარია გაერთიანებული, გაკეთებულია 6 მონტაჟი და გასაღებულია, როგორც ერთი საუბარი. ეს შეიძლება ადამიანმა იკადრო?! რატომ კადრულობენ ამას? და მერე კიდევ მე მლანძღავენ, როგორ გავბედე და დავადგინე, რომ ჩემი კლიენტი მართალია“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი