logo_geo
გოგა ხაინდრავა ჩერგოლეიშვილს: თქვენ ფაშისტები და ფაშისტური მანიფესტის ავტორები ხართ!
- +

6 ოქტომბერი. 2018. 02:09

 

 

„ის, რასაც ახლა გადაცემაში თამარ ჩერგოლეიშვილის შესრულებით ვუყურებთ, არის ის ერთადერთი იარაღი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია და აქ სწორედ ამ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი ზის“, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„როცა სააკაშვილს ახსენებ, გვერდზე ბოკერია გაიხსენე, რომელიც აქ ჩამოყალიბებული ნაცისტურ-ბოლშევიკური რეჟიმის იდეოლოგი იყო და, რომლის ბაცილას დღესაც ვხედავთ. ფაშისტი გვარამია ზუსტად ისე ლაპარაკობს, როგორც ეს ქალბატონი. გვარამია ლაპარაკობს, როგორც პროკურორი – უნდა დავიჭიროთ, მივუსაჯოთ, დავხვრიტოთ და ა.შ. ეს მათი სახეა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

 

ეს განცხადება გოგა ხაინდრავამ „ტაბულას“ რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის მისამართით გააკეთა, რომელიც ასევე გადაცემის სტუმარი იყო.

 

მისი თქმით, თამარ ჩერგოლეიშვილი მეუღლესთან ერთად იმ ფაშისტური იდეოლოგიის დამფუძნებელია, რომელმაც არა მხოლოდ გირგვლიანი, არამედ ირინა ენუქიძეც მოკლა.

 

„თამარ ჩერგოლეიშვილის ქმარმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სანდრო გირგვლიანს ირინა ენუქიძეც მიჰყოლოდა. როცა ეს საწყალი ბიჭი, კაციჭამია ახალაიებმა სასაფლაოზე წაიყვანეს და დაკლეს, ამას სწორედ ბოკერია აპრავებდა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

 

„თქვენ ფაშისტები და ფაშისტური მანიფესტის ავტორები ხართ“, – ასე მიმართა რეჟისორმა გადაცემაში სტუმრად მყოფ თამარ ჩერგოლეიშვილს, რომელიც მასთან პოლემიკაში ჩაერთო.

 

„ამ ქალბატონს სააკაშვილის დროს შეეძლო ტელევიზორში ასე ყვირილი და ბრძანების გაცემა – დაიჭირეთ, გირგვლიანი მოკალით და ა.შ, მაგრამ გებელსის და სააკაშვილის დრო საქართველოდან უკვე წავიდა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

 

როგორც რეჟისორმა აღნიშნა, საქართველოში ფაშისტური რეჟიმის აღდგენის მცდელობაა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები იმ პოლიტიკურ სანაგვეზე დარჩებიან, სადაც დღეს არიან.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა განაყოფებმა სინამდვილეში, ლიბერტარიანელი ბიზნესმენის, კეზერაშვილის ფინანსები ვერ გაიყვეს და მათი დაპირისპირება სწორედ ამიტომ მოხდა, თამარ ჩერგოლეიშვილი და მისი მეუღლე კი, დღესაც კეზერაშვილის ნაყაჩაღარი ფულით ფინანსდებიან. სახელმწიფო რეკეტიორი, ყაჩაღი და ხაზინის ქურდი, რომელსაც არც ერთი საათი არ უმუშავია, დღესაც ამათ აფინანსებს და ამ ქვეყნის ჩამონგრევას მისი ფულით ცდილობენ. სხვათა შორის, ამათ წევრად ხაზინის მეორე ქურდიც ჰყავთ, გიგი უგულავა, რომელმაც 49 მილიონი მოიპარა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

გადაცემის დასასრულს, გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილზე უკეთ, ვერავინ იტყვის, თამარ ჩერგოლეიშვილი ვინ არის და კარგია, რომ მაყურებელმა ეს ნახა.

 

 

big_banner
არქივი