logo_geo
შალვა ხაჭაპურიძე: ეს მძიმე ვითარება წლებია გრძელდება - ამის მფარველების გვარებიც გვაქვს...
- +

13 იანვარი. 2017. 11:20





ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ღამის კლუბებთან დაკავშირებით, ეხმიანება და აცხადებს, რომ დედაქალაქში, აღნიშნულ დაწესებულებებში დანაშაულის ბუდეა. ამის შესახებ ხაჭაპურიძე „ახალ თაობას" ესაუბრა.

 

„ვთქვათ, ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი მივიდა, მას შიგნით არაფრის დიდებით არ უშვებენ. ამას მოჰყვება დაცვის თანამშრომლების მხრიდან ამ ბიჭების ცემა. მანქანითაც რომ ჩამოიაროთ, შესამჩნევია, რომ ყოველ საღამოს არის იქ ბათქა-ბუთქი და თავპირის მტვრევა. პირადად შევესწარი, დაცვის თანამშრომლებმა როგორ სცემეს ახალგაზრდა ბიჭს. თავპირი დაუსისხლიანეს. მე და ჩემი ადვოკატი მოვდიოდით პროკურატურიდან და შევესწარით ამ ამბავს, გავაჩერეთ ავტომანქანა, გადავედით. ეს ბიჭი სულ მთლად დასისხლიანებული იყო და ჩვენ წამოვიყვანეთ.

 

ეს არის დანაშაულის ბუდე. სისხლის სამართლის კოდექსში ეს პირდაპირ არის დასჯადი ქმედება, თუმცა ამის გამო არავინ ისჯება. ძალიან კარგია, რომ პრემიერმა ამაზე საუბარი დაიწყო. შეიძლება ეს ვიღაცას არ მოეწონა, მაგრამ კარგია", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

როგორც ხაჭაპურიძემ „ახალ თაობასთან" საუბარში განაცხადა, აღნიშნული ვითარება წლებია გრძელდება.



„ეს მძიმე ვითარება წლებია გრძელდება. გვარებს ასახელებდნენ პირდაპირ, ვინც იყო მაგათი მფარველი. ჩვენ ეს გვარებიც გვაქვს, უბრალოდ, დღეს თავს შევიკავებ დასახელებისგან. ოფიციალური ბორდელებია გახსნილი და ვიღაცას ეს კაფე და რესტორანი ჰგონია?! აქ უამრავი არასრულწლოვანი გოგონაა! არის ძალადობები და გაუპატიურების უამრავი ფაქტი. ამაზე თუ არ გააკეთა პრემიერმა რეაგირება, აბა რაღაზე უნდა გააკეთოს?!", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.


შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, აღნიშნულ დაწესებულებებში ძირითადად რაიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს ასაქმებენ.

 

„ძირითადად იქ არიან რაიონიდან ჩამოსული ახალგაზრდობა. ამ გოგონების სიაც კი გვქონდა ჩვენ, სახელებით და გვარებით. კი, ეს ბიზნესი სხვა ქვეყნებშიც არსებობს, მაგრამ ასეთი ბაკქანალია არსად ხდება. ამასთან დაკავშირებით ძალიან ხშირია კონფლიქტები, ცემა-ტყეპა", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი