logo_geo
ფრაზები, რომელიც გამხდარ ადამიანს არასდროს უნდა უთხრათ!
- +

10 ოქტომბერი. 2018. 01:10

 

 

თქვენც მათ შორის ხართ, ვინც გამხდარი ადამიანის დანახვაზე ხმამაღლა გამოხატავს წუხილს ან აღნიშნავს, რომ ამ პრობლემას ცოლის მოყვანა გადაჭრის?! იმედია, არა.

 

საქმე ის არის, რომ წონაზე ყურადღების გამახვილება ან ამ თემაზე უადგილო ხუმრობები თითქმის ყველა ადამიანს აღიზიანებს და თუ არ გინდათ, ვინმეს აწყენინოთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს 10 ფრაზა გამხდარ ადამიანებს არასდროს არ უნდა უთხრათ.

 

  1. მგონი შენ კიდევ გახდი

 

შეიძლება, ეს ფრაზა კომპლიმენტად გაქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ უამრავი ადამიანისთვის წონის მომატება სერიოზული სირთულეა და თქვენ ცეცხლზე ნავთს ასხამთ.

 

  1. სახლში არ გაჭმევენ?

 

იქნებ მარტო ცხოვრობს?!

 

  1. ცოტა მეტი გადაიღე, იქნება მოიმატო

 

კარგი იქნება, თუ ადამიანებს უფლებას მივცემთ, იმდენი ჭამონ, რამდენიც უნდათ.

 

  1. აუ, ჩემს ათ კილოს მოგცემ არ გინდა?!

 

ვთქვათ, მინდა, როგორ გამოგართვა?!

 

  1. ჩემთან სოფელში ჩამოდი, უნდა გაგასუქო!

 

მართალია, სუფთა ჰაერზე ყოფნა სასარგერბლოა, მაგრამ შეთავაზების ფორმასაც ხომ გააჩნია არა?!

 

  1. ლიფტში შესვლისას: ამის წონა მაინც არ ითვლება

 

ლიფტის სასწორი არ დაგეთანხმებოდა.

 

  1. რამე ხომ არ გჭირს?! ექიმთან უნდა მიხვიდე!

 

დაიმახსოვრეთ, ადამიანების უსაფუძვლოდ შეშინება არ შეიძლება!

 

  1. ცოლს რომ მოიყვან, მოიმატებ!

 

ჰო, ადამიანები ხომ ოჯახებს წონის კორექტირებისთვის ქმნიან.

 

  1. მანქანაში თავისუფლად დავეტევით, [სახელი] გამხდარია და მე ჩამიჯდება კალთაში

 

სამწუხაროდ, გამხდარი ადამიანები მხოლოდ ოცნებობენ იმაზე, რომ ოდესმე წინა სავარძელში აღმოჩნდენ.

 

  1. არ მეგონა, ამდენს თუ ჭამდი

 

ამ ფრაზას ვინმე თუ გეტყვით, თავისუფლად შეგიძლიათ მთლიანად გადასანსლოთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი