logo_geo
გივი სიხარულიძე: ღარიბაშვილი რომ გაუშვეს, საგონებელში ჩავვარდი…
- +

13 იანვარი. 2017. 16:58




„როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გაუშვეს მე ძალიან მეწყინა", - ამის შესახებ მსახიობმა გივი სიხარულიძემ გადაცემა „პრიორიტეტის" ეთერში განაცხადა.


სიხარულიძეს თქმით, ღარიბაშვილი ამერიკისა და ევროპის  მხრიდან დარიგებებს ყურადღებას არ აქცევდა, სწორედ ამის შედეგია, ის, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ დაკანონდა.


„ღარიბაშვილი ერთადერთი კაცი იყო, რომელიც ამერიკისა და ევროპის მხრიდან ჩვენი მიმართულებით გაკეთებულ დარიგებებს ყურად არ იღებდა. მაგალითად, ბაიდენმა მთელს მსოფლიოს თითი დაუქნია, რომ იმ, ქვეყნებს, რომლებიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ მიიღებდნენ, ამერიკასთან პრობლემები შეექმნებოდათ. ამ დროს, გამოვიდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და თქვა, რომ სწამს ეროვნული ოჯახის სიწმინდე, სისუფთავე და პატიოსნება, რასაც ჰქვია ქალისა და მამაკაცის ქორწინება, რომელიც უნდა დაკანონდეს. ამ დროს, მე ვიყავი უბედნიერესი.

 

როდესაც ღარიბაშვილი წავიდა, ძალიან მეწყინა და, ამასთანავე, საგონებელში ჩავვარდი, თუ ვინ მოვიდოდა მის ადგილას, რანაირი მრწამსით. დღეს კი, მე ვარ ბედნიერი, რადგან პრემიერ-მინისტრისგან ის განცხადება გავიგე, რომელიც ძალიან მესიამოვნა", - განაცხადა სიხარულიძემ.

 


 

big_banner
არქივი