logo_geo
„ამას „ნაციონალური მოძრაობა“ ტურისტების მოზიდვის მიზნით აკეთებდა - პროსტიტუციას უწყობდნენ ხელს...“
- +

13 იანვარი. 2017. 16:59


 



„ჩემთვის მიუღებელია ქართველი ქალის კლუბში სიარული" - ამის შესახებ მსახიობმა გივი სიხარულიძემ გადაცემა „პრიორიტეტის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ღამის კლუბებში „ამორალური რაღაცები" ხდება.


„რა თქმა უნდა, ჩემთვის საშინელებაა და მიუღებელია ქართველი ქალის ამ საზიზღრობებში სიარული, ღამის კლუბებზე მაქვს საუბარი, ამორალური რაღაცები ხდება.

 

ყველა კლუბში ვარ ნამყოფი და ყველგან ერთი და იგივე ხდება - ამორალურობა. პატარა გოგოების დაჭერა და ჩამოყვანა ბიზნესმენებისთვის. ადრე ამას „ნაციონალური მოძრაობა" ტურისტების მოზიდვის მიზნით აკეთებდა. მოთამაშეები რომ თამაშობდნენ, მერე, ღამე უნდებათ ქალი და პროსტიტუციას უწყობდნენ ხელს. ეს ჩემთვის, როგორც ქართველი კაცისთვის, მიუღებელია", - განაცხადა სიხარულიძემ.




 

big_banner
არქივი