logo_geo
„დათო არ დაქორწინებულა პოლიტიკოს ანი მიროტაძეზე, ის დაქორწინდა ქალზე, რომელიც შეუყვარდა“
- +

13 იანვარი. 2017. 17:02


„დათო ძალიან თამამი აღმოჩნდა. ბევრმა ვერ გაბედა ის, რაც გაბედა დათომ", - აღნიშნა „ეროვნული ფორუმის" წევრმა, ექსდეპუტატმა, ანი მიროტაძემ ჟურნალ „თბილისელებთან" საუბრისას.


როგორც ანი მიროტაძემ აღნიშნა, მისი მეუღლე წარმატებულ და ცნობილ ქალთან ურთიერთობას არ შეუშინდა.



„მამაკაცები ხშირად ერიდებიან აქტიურ, წარმატებულ, ცნობილ ქალთან ურთიერთობას, რასაც დათო არ შეუშინდა. დათო არ დაქორწინებულა პოლიტიკოს, ჟურნალისტ ანი მიროტაძეზე, ის დაქორწინდა ქალზე, რომელიც შეუყვარდა. თუმცა არ დავმალავ, რომ ბევრი დააფრთხო ჩემმა სტატუსებმა. ამას ვერ ვიტყვი დათოზე. პირიქით, მას მტკიცე და ძლიერი ხასიათი აქვს, რასაც ადამიანებში ძალიან ვაფასებ. დათო კარგი ქმარი აღმოჩნდა - ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია. ასეთი ხასიათი რომ არ ჰქონოდა, ალბათ, ამ ნაბიჯს ჯერ კიდევ ვერ გადავდგამდი. ყოველთვის მიჭირდა გადაწყვეტილებების მიღება, როცა საქმე პირად ცხოვრებას ეხებოდა. ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც დათომ იყოჩაღა და სხვა არჩევანი არ დამიტოვა - ამ ამბის გადადების უფლება აღარ მომცა", - განაცხადა მიროტაძემ.



 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი