logo_geo
ბერა ივანიშვილი: პირად ურთიერთობაზე საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები ხოლმე...
- +

13 იანვარი. 2017. 18:03


 

 

ცოტა ხნის წინ მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა და ერთ-ერთი კინოთეატრის დარბაზში თავისი გულშემატკივრები მიიწვია. აღნიშნულ პრეზენტაციაზე, თაყვანისმცემლებს მომღერლისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ.


დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ერთ-ერთი ქალბატონის მიერ რეპერისთვის დასმულ შეკითხვას, აპირებს თუ არა მომღერალი დაქორწინებას ან ჰყავს თუ არა მას შეყვარებული.


„ამ შეკითხვას საკუთარ თავს მეც ვუსმავ ხოლმე... ჯერჯერობით, საქმეზე ვარ შეყვარებული. მთელ ჩემს დროს საქმეს ვუთმობ, რადგან ისეთ ასაკში ვარ და ჩემი კარიერა ისეთ ეტაპზეა, რომ ახლა თუ არ დავიხარჯე, მაქსიმუმი ახლა თუ არ გავაკეთე, მერე ამას მთელი ცხოვრება ვინანებ..." - უპასუხა გულშემატკივრებს ბერა ივანიშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი