logo_geo
პეტრე მამრაძე: ჩვენთან ხომ არა პროგრამებს, არამედ კონკრეტულ პიროვნებებს აძლევენ ხმას...
- +

13 იანვარი. 2017. 23:05


 

 

„ვინც სააკაშვილთან დარჩა, აქვთ შანსი - სანამ სააკაშვილი ცოცხალია, შეაგროვონ ბარიერის გადალახვისთვის საკმარისი ხმები", - ამ სიტყვებით აფასებს „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე „ნაციონალური მოძრაობის" გაყოფას. როგორც მამრაძემ „რეზონანსს" განუცხადა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ „გირჩის" და სხვა ცნობილი სახეების გასვლით პარტიამ არ დაკარგა თავისი ელექტორატი.


„როდესაც „გირჩი" შეიქმნა, ვაშაძემაც მიატოვა „ნაციონალური მოძრაობა", ანდრო ბარნოვი კი გამოდიოდა თავისი პროტესტებით, მაშინვე დაიწყო საუბრები, რომ „ნაციონალური მოძრაობა" იშლება, მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ „გირჩის" და სხვა ცნობილი სახეების გასვლით „ნაციონალურმა მოძრაობამ" არ დაკარგა თავისი ელექტორატი, უფრო მეტიც, გამოჩნდა, რომ ელექტორატი ცოტათი გაიზარდა კიდეც და მათ 14% მიიღეს.

 

ახლაც „ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს სხვა ცნობილმა სახეებმა, მაგრამ ვინც უნდა დატოვოს პარტიის რიგები, ეს არ შეამცირებს მათ ელექტორატს და დარჩება ის 14%, რაც რეალურად მხარს უჭერს „ნაცმოძრაობას" სააკაშვილის ფაქტორის გამო. ჩვენთან ხომ არა პროგრამებს, არამედ კონკრეტულ პიროვნებებს აძლევენ ხმას. ვინც სააკაშვილთან დარჩა, აქვთ შანსი - სანამ სააკაშვილი ცოცხალია, შეაგროვონ ბარიერის გადალახვისთვის საკმარისი ხმები. ხოლო ცნობილ სახეებს, ვისაც ყრილობის ჩატარების ეშინია და ეშინია იმის გამო, რომ იციან, პარტიის აქტივშიც არ არიან პოპულარულები, (სხვაგვარად რომ იყოს, ვერავინ დაასწრებდა ყრილობის ჩატარებას), აქვთ შანსი, რომ სწორი მოქმედების შემთხვევაში, მიუახლოვდნენ საპარლამენტო ბარიერს", - განაცხადა მამრაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი