logo_geo
ბესო ბერულაშვილი: ერთი მეზობლის ბავშვი გადავარჩინე, მეორე კი ვერ...
- +

16 ოქტომბერი. 2018. 22:16

 

თბილისი პატარძალს ჰგავს, რომელსაც ახლა ჭუჭყიანი კაბა აცვია - ასე შეაფასა დღევანდელი თბილისი ერთ-ერთმა, ამ ქალაქზე უზომოდ შეყვარებულმა კაცმა... თბილისი, მისი იერსახე, თბილისელებსა და არა მხოლოდ თბილისელებს შორის გამუდმებული განსჯის საგანია, ზოგს მოსწონს ძველ თბილისში ახალი სტილის შენობა-ნაგებობები, ზოგი მიიჩნევს, რომ უძველესი ქალაქი ამით ავთენტურობას კარგავს...

 

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში „გზა“ გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან:

 

ბესო ბერულაშვილი, მსახიობი:

 

„ყველა მახინჯ, უსახურ შენობასა და „გარაჟს“ მიწასთან გავასწორებდი, მანქანებისთვის მიწისქვეშა სადგომებს გავაკეთებდი. ასეთი ცუდი გემოვნება როგორ აქვთ ამ ქართველ არქიტექტორებს?.. ან „გარაჟები“ რა უბედურებაა? ჯერ როგორი სიმახინჯეა და მერე როგორი სახიფათოა ბავშვებისთვის. ბავშვებს სათამაშო მოედნები აღარ აქვთ, „გარაჟებზე“ ადიან. ერთი მეზობლის ბავშვი მე გადავარჩინე, მეორე ვერ გადავარჩინე და ჩამოვარდა...“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი