logo_geo
ნოე სულაბერიძე: მიყვარს თბილისი, ის ჩემი სახლია და ალბათ ბევრ რამეს შევცვლიდი...
- +

16 ოქტომბერი. 2018. 23:38

 

 

თბილისი პატარძალს ჰგავს, რომელსაც ახლა ჭუჭყიანი კაბა აცვია - ასე შეაფასა დღევანდელი თბილისი ერთ-ერთმა, ამ ქალაქზე უზომოდ შეყვარებულმა კაცმა... თბილისი, მისი იერსახე, თბილისელებსა და არა მხოლოდ თბილისელებს შორის გამუდმებული განსჯის საგანია, ზოგს მოსწონს ძველ თბილისში ახალი სტილის შენობა-ნაგებობები, ზოგი მიიჩნევს, რომ უძველესი ქალაქი ამით ავთენტურობას კარგავს...

 

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში „გზა“ გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან:

 

ნოე სულაბერიძე, ტელეწამყვანი:

 

„ძალიან მიყვარს თბილისი, ის ჩემი სახლია და ალბათ ბევრ რამეს შევცვლიდი. რომ შემეძლოს, მთელ ქალაქს გავამწვანებდი. ამ საქმეს „მზიურის“ ქვედა ნაწილიდან დავიწყებდი, ხრიოკად რომაა დღეს გადაქცეული. მკაცრ რეგულაციებს დავაწესებდი გამონაბოლქვზე, დანაგვიანებაზე, როგორღაც დავარეგულირებდი და მოვაწესრიგებდი საცობების პრობლემას...“

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი