logo_geo
მარინა კახიანი: თბილისს იმდენი რამ სჭირდება, არც კი ვიცი, საიდან დავიწყებდი...
- +

17 ოქტომბერი. 2018. 00:16

 

 

თბილისი პატარძალს ჰგავს, რომელსაც ახლა ჭუჭყიანი კაბა აცვია - ასე შეაფასა დღევანდელი თბილისი ერთ-ერთმა, ამ ქალაქზე უზომოდ შეყვარებულმა კაცმა... თბილისი, მისი იერსახე, თბილისელებსა და არა მხოლოდ თბილისელებს შორის გამუდმებული განსჯის საგანია, ზოგს მოსწონს ძველ თბილისში ახალი სტილის შენობა-ნაგებობები, ზოგი მიიჩნევს, რომ უძველესი ქალაქი ამით ავთენტურობას კარგავს...

 

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში „გზა“ გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან:

 

მარინა კახიანი, მსახიობი:

 

„დღეს თბილისს იმდენი რამ სჭირდება, არც კი ვიცი, საიდან დავიწყებდი. პირველ რიგში კარგ ურბანისტსა და კარგ არქიტექტორს ავიყვანდი და ამ აურზაურს მოვაწესრიგებდი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ხე, ბუჩქი, ყვავილი დაირგოს, დასასვენებელი ბაღები გაკეთდეს. ძალიან ბევრი საქმეა.“

 

 

big_banner
არქივი