logo_geo
ცისანა შარტავა: უწმინდესი მთელი საქართველოს მამაა!
- +

14 იანვარი. 2017. 11:28



პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავა ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუშიიხსნებს, თუ როგორ დაიწყო საპატრიარქოში სამედიცინო კუთხით მუშაობა. მისი თქმით, ეს შემთხვევით მოხდა. მისთვის, დღემდე უხერხულობის შემქმნელია ის ფაქტი, რომ პატრიარქის პირად ექიმად მოიხსენიებენ, რადგან როგორც თვითონ ამბობს: „პატრიარქი თავად არის მთელი ერის ექიმი".


„მე, უბრალოდ, კოორდინაციას ვუწევ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენ გუნდური პრინციპით ვმუშაობთ. არსებობს გუნდი, რომელშიც შედის ყველა წამყვანი სპეციალისტი და ჩვენ ერთად ვხელმძღვანელობთ უწმინდესის მკურნალობას. იმ ხომ მთელი საქართველოს მამაა.

 

რაც შეეხება საპატრიარქოში სამედიცინო კუთხით მუშაობის დაწყებას, ეს შემთხვევით მოხდა. გარკვეული კვლევის ჩატარება დასჭირდათ და ამ დროს, სრულიად შემთხვევით, მე იქ აღმოვჩნდი. ეს ყველაფერი გარემოებათა დამთხვევით დაიწყო და შემდეგ პატრიარქმა მაკურთხა, რომ არ საქმისთვის მიმეხედა. საპატრიარქოში შეიქმნა სოციალური და ჯანდაცვის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელობაც მე დამევალა. დღეს ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ვარ, ხელმძღვანელი ამჟამად მამა ადამიაა (ახალაძე), - განაცხადა ცისანა შარტავამ.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი