logo_geo
ნანა ჩაჩუა: არასოდეს დამავიწყდება მერაბ კოსტავასთან ერთად აღნიშნული ახალი წელი...
- +

14 იანვარი. 2017. 11:28


 

„მოგვიანებით, ზვიად გამსახურდიაც შემოგვიერთდა. მერაბს ჩემი შვილი ხელში ჰყავდა აყვანილი და ასე იჯდა სუფრასთან", - იხსენებს ერთ-ერთ საახალწლო და სხვებისგან გამორჩეულ ისტორიას ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა. ჟურნალ „გზასთან" მან 2016 წლის 1 იანვარიც გაიხსენა, როდესაც მისი შვილთაშვილი პირველად შეხვდა ახალ წელს და ყველა ოჯახს მსგავსი სიხარული უსურვა.


„ახალი წელი რაღაც ახლის დასაწყისია, ამიტომ ეს დღესასწაული ყოველთვის იმედიანი განწყობის და პოზიტიური განცდების წყარო ხდება. მინდა ერთი გამორჩეული ახალი წლის შესახებ გიამბოთ: არასოდეს დამავიწყდება 1971 წლის 1 იანვრის გათენება - ეს ჩემი შვილიშვილის პირველი ახალი წელი იყო. ყველაზე დასამახსოვრებელი კი ის გახლდათ, რომ ეს ახალი წელი მერაბ კოსტავასთან ერთად აღვნიშნეთ. მოგვიანებით, ზვიად გამსახურდიაც შემოგვიერთდა. მერაბს ჩემი შვილი ხელში ჰყავდა აყვანილი და ასე იჯდა სუფრასთან.

 

ასევე ბედნიერი იყო ჩემთვის 2016 წლის 1 იანვარიც - ჩემი შვილთაშვილის პირველი ახალი წელი. ოჯახში როდესაც პატარა ანგელოზი იბადება, რომელიც პირველად ხვდება ახალ წელს, ეს განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. ყველა ოჯახს ვუსურვებ, რომ ეს სიხარული არ გამოელიოს", - აღნიშნა ნანა ჩაჩუამ. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი