logo_geo
„თუკი ცივ ზამთარში, მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად სახელმწიფოს ფულის აღება სჭირდება, უმჯობესია აიღოს ფული“
- +

14 იანვარი. 2017. 12:31




ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომის" მოთხოვნას დათანხმდა. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს.


მისივე თქმით, ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება.


რამდენად გამართლებულია გაზპრომისგან გაზის სანაცვლოდ ფულის მიღება? - ამ კითხვით „რეზონანსმა" ხელოვნებათმცოდნეს, დოდო ხურცილავას მიმართა.


მე ვფიქრობ, პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. თუკი სახელმწიფოს სჭირდება, რომ აიღოს ფული, რათა თავისი მოსახლეობა ამ საშინლად ცივ ზამთარში დააკმაყოფილოს, უმჯობესია აიღოს ფული. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე ვფიქრობ", - განაცხადა ხურცილავამ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი