logo_geo
„რას ვისურვებდი 2017 წლისგან? - ვისურვებდი, რომ...“ - რამაზ საყვარელიძის საახალწლო სურვილი
- +

14 იანვარი. 2017. 15:35


 

„იმედია, 2017 წელი სიმშვიდეს და სიხარულს მოუტანს ჩვენს ხალხს და ჩვენს საქართველოს", - აღნიშნა ჟურნალ „გზასთან" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. ის ახალ წელს ყოველთვის სახლში ხვდება, მისი საახალწლო სამზადისი კი ოჯახის მომარაგებით შემოიფარგლება.

 

„ბავშვობაში ყოველთვის ჩემი ოჯახის მეკვლე ვიყავი, ამიტომ ეს დღესასწაული ბავშვობაში მაბრუნებს და რაღაცნაირად მახალისებს. ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, ამიტომ მას ყოველთვის ოჯახში ვხვდებოდით, სტუმრები მეორე-მესამე დღეს მოდიოდნენ. ამ ტრადიციას მეც ვაგრძელებ: ახალ წელს ახლობლებთან ერთად ვხვდები. ჩემი საახალწლო სამზადისი კი, ოჯახის მომარაგებით შემოიფარგლება.

 

რას ვისურვებდი 2017 წლისგან? - ვისურვებდი, რომ ის დაძაბულობა, რომელიც დღეს მსოფლიოშია, მოხსნილიყოს. ღმერთმა ყველას აუხდინოს ის სურვილი, რომელიც აქვს და ყველა ოჯახს შემატებოდეს ის, რაც აკლია.

 

იმედია, 2017 წელი სიმშვიდეს და სიხარულს მოუტანს ჩვენს ხალხს, ჩვენს საქართველოს", - ისაუბრა რამაზ საყვარელიძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი