logo_geo
ლალი მოროშკინა: ამ არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკას ჩამოშორდება!
- +

27 ოქტომბერი. 2018. 19:47

 

 

„ამ არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკას ჩამოშორდება“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლალი მოროშკინა ახსენა და რაზე უნდა მიანიშნებდეს ეს, -მოროშკინა აცხადებს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური აქტივობის პერიოდი მთავრდება და, ალბათ, კომუნიკაცია უნდა მასთან, სადაც ან არასამთავრობოს ფორმატში, ან რაიმე ფორმით ითანამშრომლებენ.

 

„ბაზრობაზე ადრეც ვიყავი ჩასული, როდესაც ლალი მოროშკინამ ჩემზე წიგნი დაწერაო... ისევ იტყუება! ისე ლაპარაკობს, გეგონება, დითირამბები მივუძღვენი.

ზუსტად ვიცი, რომ ამ არჩევნების შემდეგ  მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკას ჩამოშორდება. მისი პოლიტიკური აქტივობის პერიოდი მთავრდება და, ალბათ, კომუნიკაცია უნდა ჩემთან, სადაც ან არასამთავრობოს ფორმატში, ან რაიმე ფორმით ვითანამშრომლებთ. მან კარგად იცის, რომ ჩემი ოჯახის ნაწილი შვეიცარიაში ცხოვრობს, ნაწილი - საფრანგეთში. ისიც იცის, რომ ჩემი სიძე ეუთო-ში ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. სავარაუდოდ, ნაციონალები შემდგომი ნაბიჯებისთვის ემზადებიან“, - აცხადებს მოროშკინა.

 

კითხვაზე - მას რა პასუხი აქვს ამ ყველაფერზე, - მოროშკინა აცხადებს, რომ  პოლიტიკური ბრძოლა არ ნიშნავს პიროვნებასთან ბრძოლას.

 

„პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები და მტრები არ არსებობენ!

და კიდევ: მიშას პოლიტიკურ აქტიურობასთან ერთად, ნაციონალებისა და ფარული ჩანაწერების ისტორიაც წარსულს ბარდება. დიახ, ნაციონალები მთავრდებიან! ეს ზუსტად ვიცი!“ - აცხადებს ლალი მოროშკინა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი