logo_geo
გია აბდალაძე: ვაშაძე „ქილერას“ შეწყალებას აპირებს!
- +

1 ნოემბერი. 2018. 14:02

 

ფოტოგრაფი გია აბდალაძე სთხოვს ყველას, ვინც არჩევნებზე არ წავიდა, მივიდეს მეორე ტურზე და ხმა ვაშაძის წინააღმდეგ მისცეს, რათა არ დაბრუნდეს ხელისუფლება, რომელმაც, მისი თქმით, უსამართლოდ დააპატიმრა, და ციხეში აწამებდა და ჯაშუშობა დააბრალა. ამის შესახებ მან გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

 

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს წამებაში უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას. ერთი არის „ქილერა“, რომლის შეწყალებასაც ვაშაძე აპირებს. უამრავი ადამიანი ადასტურებს, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელობით აწამეს გლდანის საპყრობილეში“, – ამბობს აბდალაძე.

big_banner
არქივი