logo_geo
ლევან მგალობლიშვილი (პანჩო): სააკაშვილი მგელი იყო, აბა ვინ იყო?
- +

2 ნოემბერი. 2018. 00:07

 

მომღერალმა ლევან მგალობლიშვილმა (პანჩო) გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მთელი საქართველო გადაჭამა.

 

„მეც მაქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან და ხალხიც განაწყენებულია და იმიტომ არ მივიდა არჩევნებზე. მაგრამ ისეთი სიტუაციაა, რომ ხმას თუ არ მივცემთ ქალბატონ სალომეს, მაშინ მოვა სააკაშვილის მთავრობა. არავის ავიწყდება რაც გავიარეთ. გავიხსენოთ პოლიციური სახელმწიფო. 3 კაცი ქუჩაში ვერ დადგებოდა. იმის უკან დაბრუნება აბსურდია. მივცეთ შანსი, თუ გამოასწორებენ ამ შეცდომებს 2020 წლამდე. თუ არა და მე გამოვალ პირველი და მე ვიქნები პირველი”, – განაცხადა პანჩომ.

 

მას შეეკამათნენ სტუდიაში, რომ მგლით ნუ აშინებს ხალხს, რაზეც პანჩო პასუხობს:

 

„მგელი იყო, აბა ვინ იყო? გადაჭამა მთელი საქართველო“.

 

 

big_banner
არქივი