logo_geo
ტრაგედიით დასრულებული ქორწილი - ვინ არიან ქედაში ავარიისას დაღუპული პატარძალი და 12 წლის მოზარდი
- +

2 ნოემბერი. 2018. 00:41

 

 

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 22 წლის იამზე ჯუმუშაძე და 12 წლის ლუკა წულუკიძე. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯუმუშაძეს გუშინ ბათუმში ქორწილი ჰქონდა და სოფელში, სახლში ბრუნდებოდა. გარდაცვლილი ლუკა წულუკიძე იამზე ჯუმუშაძის მულიშვილი იყო.

 

 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი სოფელ დოლოგანში ცენტრალურ გზაზე მილს დაეჯახა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი