logo_geo
თინათინ ბოკუჩავა: ჩემთვის ძალიან სამწუხარო და მოულოდნელი იყო…
- +

15 იანვარი. 2017. 20:09




„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინათინ ბოკუჩავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ე.წ. უგულავა-ბოკერიას ჯგუფთან დაკავშირებით ისაუბრა:


„ჩემთვის ძალიან სამწუხარო და მოულოდნელი იყო, რომ ახლა უკვე ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა თავიანთი პირველი პოლიტიკური გამოსვლა მთლიანად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ლანძღვა-გინებას დაუთმეს. ეს ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის წარმატების საწინადარი იყოს ყოფილი თანამგუნდელების ლანძღვა, რომელთან ერთადაც დიდი ხანი იდგა. თუმცა, ახლა უკვე სამწუხაროდ თუ საბედნიერო ეს ჩემი საზრუნავი აღარ არის", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.


 

big_banner
არქივი