logo_geo
სოსო ცინცაძე: თუ ვინმეს წვლილი მიუძღვის უგულავას პოლიტიკურ კარიერაში, ეს, პირველ რიგში, სააკაშვილია!
- +

15 იანვარი. 2017. 21:45


 


პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრობს. ცინცაძე ასევე გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  უგულავამ უცნაური შედარება გააკეთა რაც არ იყო მომხიბვლელი.


„უცნაური შედარება გააკეთა გიგი უგილავამ, ჯართის მანქანას შეადარა მიხეილ სააკაშვილი, რაც არ იყო მომხიბვლელი. თუ ვინმეს წვლილი მიუძღვის გიგი უგულავას პოლიტიკურ კარიერაში, ეს, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილია. უმადურობა ყველაზე ცუდი მეგობარია ყველა დროში. თანამებრძოლების გარდა, უახლოესი მეგობრებიც იყვნენ. ამიტომ, „ევროპელები" კი დაირქვეს, მაგრამ მთლად ევროპულად არ გამოუვიდა გიგი უგულავას. ევროპაში რაც უნდა გაბრაზებულები იყვნენ ერთმანეთზე და ცხარე დებატები იყოს, ერთმანეთს არასდროს აკადრებენ, შენ ჯართში თუ სანაგვეზე ხარ მოსასროლიო. ეს დაუშვებელი და მიუღებელია! ეს ეტაპი ხომ უნდა გავიაროთ!

 

ადგილობრივი არჩევნები გამოავლენს, რომ ორივე დასუსტებულია. ვერცერთი პარტია ვერ აჩვენებს იმ შედეგს, რომელიც ადრე ერთად აჩვენეს. ადვილი საქმე არ არის პარტიის შექმნა. გიგა ბოკერია-  გიგი უგულავას ჯგუფი, როგორც გიგი უგულავამ თქვა, ნულიდან იწყებენ. ისე, ერთი კი უნდა ვთქვა, პარტიის სამშენებლო მასალა საქართველოში დეფიციტია", - აცხადებს ცინცაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი