logo_geo
„ნამდვილად ვიყავი ბოკერიას მოკავშირე და მეტიც - მწვავე დაპირისპირებაც მქონდა მიხეილ სააკაშვილთან...“
- +

15 იანვარი. 2017. 22:00



„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ტელეკომპანია „იმედის" ეთერში პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც მელია აღნიშნავს, მას პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა.


„პარლამენტში შესვლის საკითხზე დიახ, ნამდვილად ვიყავი ბოკერიას მოკავშირე და მეტიც - მწვავე დაპირისპირებაც მქონდა მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ არა საჯაროდ. ეს არის პარტია და უთანხმოება ყოველთვის იქნება. მაგრამ, ის რაც შემდეგ მოხდა, არავითარი საერთო არ ჰქონდა იმასთან, რაზეც ბოკერიამ დაიწყო საუბარი. ბოკერია ვერ უარყოფს, რომ ეს გუნდი აპირებდა პარტიიდან გასვლას", - განაცხადა მელიამ.


 

big_banner
არქივი