logo_geo
ჯაბა ხუბუა: ქართველი ხალხი მარტივი ამოცანის წინაშე დგას - არ დაუშვას „მისტერ ბოროტების“ ხელისუფლებაში დაბრუნება
- +

7 ნოემბერი. 2018. 14:02

 

„არ ვიცი, სააკაშვილის პარანოიამ უკვე მიაღწია თუ არა ისეთ კრიტიკულ ზღვარს, რომ იგი მსოფლიო ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდეს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებაზე რომ ოცნებობს, ეს ფაქტია“, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს.

 

„ფაქტია ისიც, რომ სააკაშვილმა საქართველოში თავისი 9-წლიანი მმართველობით სამარადჟამოდ დაიმსახურა „მისტერ ბოროტების“ თიკუნი.

 

რაც შეეხება სააკაშვილის პატარა პოლიტიკურ კლონს - პატარა „მისტერ ბოროტება“ გრიშა ვაშაძეს, იგი საქართველოს პრეზიდენტობისთვის ერთადერთი მიზეზით იბრძვის - შეიწყალოს და თბილისში დააბრუნოს მისი პატრონი, დიდი „მისტერ ბოროტება“ სააკაშვილი.

 

პატარა „მისტერ ბოროტება“ გრიშა ვაშაძეს ისიც დეკლარირებული აქვს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ასევე შეიწყალებს და ციხიდან გამოუშვებს ისეთ „მისტერ ბოროტებებს“, როგორებიც მერაბიშვილი, ახალაია, ცააძე და სხვები არიან.

 

ამის შემდეგ რაც მოხდება, ადვილი წარმოსადგენია - გრიშას მიერ შეწყალებული მიშა და სხვა შეწყალებული „მისტერ ბოროტებები“ ყველაფერზე წავლენ იმისათვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ და ის უბოროტესი რეჟიმი აღადგინონ, რომელიც ქართველმა ხალხმა 2012 წელს მოიშორა.

 

ასე და ამრიგად, ქართველი ხალხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ იმავე დროს ძალიან მარტივი ამოცანის წინაშე დგას - არ დაუშვას „მისტერ ბოროტების“ ხელისუფლებაში დაბრუნება და სისხლიანი რეჟიმის რეინკარნაცია.

 

„ქართულ ოცნებაზე“ სამართლიანად გაბრაზებული უკლებლივ ყველა ამომრჩეველი, რომელიც 28 ოქტომბერს არჩევნებზე პროტესტის ნიშნად არ წავიდა, მეორე ტურში უნდა დაირაზმოს, საარჩევნო უბნებს მიაწყდეს და ხმა მისცეს კოლექტიური „მისტერ ბოროტების“ ხელისუფლებაში არდაბრუნებას!

 

ყველა უნდა გაითავისოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება არა ზურაბიშვილსა და ვაშაძეს, არა „ოცნებას“ და „ნაცებს“, არამედ ქართველ ხალხსა და „ნაცებს“ შორის! „ნაცების“ ოპონენტია არა „ოცნება“, არამედ ქართველი ხალხი! „ნაცებმა“ დაამარცხეს „ოცნება“, მაგრამ ვერ უნდა დაამარცხონ ქართველი ხალხი!

 

ასე რომ, არა - მიშას და არა - გრიშას!

 

არა - კოლექტიურ „მისტერ ბოროტებას“!

 

წადით არჩევნებზე არა „ოცნების“, არამედ საქართველოს გადასარჩენად“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი