logo_geo
ნიკა მელია: უნდა ვიცოდეთ, მერაბიშვილი ჩვენთან რჩება თუ...
- +

16 იანვარი. 2017. 11:53



„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. ამის შესახებ მელიამ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ უამრავი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ მერაბიშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.


„უამრავი საშუალება არსებობს, რომ პარტიის გენერალურმა მდივანმა თავისი სათქმელი თქვას. მითუმეტეს, როდესაც პარტიიდან მცირე გუნდი მიდის, ყრილობამდე უნდა ვიცოდეთ, ის ჩვენთან რჩება თუ უგულავა-ბოკერიას ფრთას მიჰყვება. იმედია, მის პოზიციას უახლოეს დღეებში შევიტყობთ", - აღნიშნა მელიამ.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი