logo_geo
გედევან ფოფხაძე: თუ ვაშაძე გაპრეზიდენტდება, მას მიენიჭება უფლება, შეიწყალოს ნებისმიერი პირი
- +

12 ნოემბერი. 2018. 16:47

 

 

„ვაშაძე არის ბუტაფორია! არის ტროას ცხენი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ბატონ ვაშაძეს საჯაროდ აქვს გაცხადებული, როგორც კი პრეზიდენტი გავხდები, სააკაშვილს, მერაბიშვილს და სხვა ოდიოზურ ფიგურებს შევიწყალებო. ჰოდა, როგორ ფიქრობთ, ამას რა მოჰყვება?! ეს ხალხი ხომ რევანშის წყურვილით აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას.

 

გრიგოლ ვაშაძე არის ბუტაფორია! გრიგოლ ვაშაძე არის ტროას ცხენი, რომლის გაპრეზიდენტებისთანავე, მისი მუცლიდან გამოლაგდებიან სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ციხეში იხდის სასჯელს უმძიმესი დანაშაულებისთვის, ანდა ანალოგიური დანაშაულებისთვის  საერთაშორისო ძებნაშია!

 

დააკვირდით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ნიუანსს: თუ ვაშაძე გაპრეზიდენტდება, მას კონსტიტუციით მიენიჭება უფლება, შეიწყალოს ნებისმიერი პირი, მაგალითად, ტერორისტი, სერიული მკვლელი და ასე შემდეგ, ანუ ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით უდანაშაულობის განცდა იმ ხალხისთვის, ვინც ვაშაძის გაპრეზიდენტების შემდეგ ჩაიდენს დანაშაულს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი