logo_geo
ირაკლი გოგავა: სააკაშვილი პოროშენკოს „ჯიბის ოპოზიციაა!“
- +

16 იანვარი. 2017. 14:59


 

„პოროშენკოს ისეთი ფიგურა სჭირდება, რომელიც გაისად არჩევნებში ტიმოშენკოს ხმებს წაართმევს. აი, სწორედ ეს არის სააკაშვილის ფუნქცია", - აღნიშნა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ და სააკაშვილს პოროშენკოს „ჯიბის ოპოზიცია" უწოდა. მისი თქმით, პოროშენკო ცდილობს, სააკაშვილს იმდენი რეიტინგი ჰქონდეს, რომ ტიმოშენკოს ხმები წაართვას, მაგრამ ამასთანავე, უკრაინის პარლამენტში ვერ მოხვდეს.

 

„სააკაშვილს დღეს უკრაინაში ერთადერთი ფუნქცია აქვს - იგი არის პოროშენკოს ტექნიკური კანდიდატი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ!

 

ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, ტიმოშენკო პირველ ადგილზე გავიდა და ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ამიტომაც, პოროშენკოს ისეთი ფიგურა სჭირდება, რომელიც გაისად არჩევნებში ტიმოშენკოს ხმებს წაართმევს. აი, სწორედ ეს არის სააკაშვილის ფუნქცია და პოროშენკო მას ამაში საკმაოდ სოლიდურ ხელფასსაც უხდის!

 

სააკაშვილი პოროშენკოს „ჯიბის ოპოზიციაა" და მათი დაპირისპირება მხოლოდ ფარსია!

 

საკაშვილს იმედი აქვს, რომ მომავალ წელს უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში, 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს და რადაში მოხვდება, მაგრამ პოროშენკომ უკრაინულ მედიაში სააკაშვილის გამოჩენა შეზღუდა და ცენტრალურ ტელეარხებზე მას იშვიათად იწვევენ!

 

მოკლედ, პოროშენკო ცდილობს, სააკაშვილს იმდენი რეიტინგი ჰქონდეს, რომ ტიმოშენკოს ხმები წაართვას, მაგრამ 5-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახოს და უკრაინის პარლამენტში ვერ მოხვდეს!

 

ამავე დროს, სააკაშვილი ევროპისთვის მიუღებელი ლიდერია! აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტის აბსოლუტური უმრავლესობისთვისაც იგი „გადამუშავებული მასალაა" და სერიოზულად აღარავინ აღიქვამს!" - განაცხადა ინტერვიუში ირაკლი გოგავამ. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი