logo_geo
გრიგოლ ვაშაძე: საქართველოში ვერ იპოვით ვერცერთ ადამიანს, რომელსაც არ უყვარს რუსეთი!
- +

15 ნოემბერი. 2018. 03:28

 

 

“სუამ”-ის ქვეყნების 2009 წლის 10 მარტის სხდომის მონაწილემ და იმჟამინდელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ უკრაინულ გამოცემა „glavred.info“-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან როგორც “სუამ”-ის ქვეყნების პოზიციებზე, ასევე რუსეთ-საქართველოს „აგვისტოს ომსა“ და მიმდინარე დაძაბულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

 

მან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ძალიან უყვარს რუსეთი, ისევე როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

 

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება მან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გააკეთა.

 

„მოსკოვშიც, სხვათა შორის, ძალიან სწორად აღიქვეს, რომ ჩვენ არ გვაქვს ალერგია არც რუსეთზე და არც რუს ხალხზე. საქართველოში ვერ იპოვით ვერცერთ ადამიანს, რომელსაც არ უყვარს რუსეთი. რუსეთს აქვს გიგანტური პოლიტიკური კაპიტალი – 4,5 მილიონი ადამიანი, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ მათ ენაზე საუბარი.“

 

ქართული პრესა

 

 

big_banner
არქივი