logo_geo
„ორ თვეში ისეთი სკანდალური ინფორმაცია გასკდება, რომ რაც მოხდა, ის მხოლოდ „ჟურნალი“ მოგეჩვენებათ“
- +

16 იანვარი. 2017. 19:06




როგორც ყველასთვის ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა" დაიშალა. ე.წ უგულავა-ბოკერიას ფრთა პოლიტიკურ საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში" განაგრძობს. დღემდე უცნობია ადეიშვილის, ახალაიასა და მერაბიშვილის პოზიციები.


ამ საკითხზე, „ნაცმოძრაობის" დუშეთის ორგანიზაციის ყოფილი წარმომადგენელი რეზიკო ოთარაშვილი „კვირის პალიტრას" ესაუბრა.


„ადეიშვილი სამმაგ თამაშს თამაშობს. ეს მოგვიანებით გამოჩნდება. ახალაია მიშას ბოლომდე უერთგულებს, მერაბიშვილი კი, ვფიქრობ, უგულავა-ბოკერიას დაჯგუფებაშია. გადანაწილება-გადმონაწილება იმის გათვალისწინებით მოხდა, ვინ საიდან მოელის გამორჩენას... ერთმანეთს ძველი წყენები გაუხსენეს. გიგი წერეთლის ბიზნესინტერესები მაშინ შეილახა, როცა მას მიშამ ტრიბუნიდან ხელი დაუქნია, მარილზე ფასები გაძვირდა და სასწრაფოდ გააიაფეო... წერეთელს ახლა შანსი მიეცა, სიამოვნებით გაუშვას სააკაშვილი პოლიტიკურ პარილზე...

 

ზოგს ისიც გაუკვირდა, ნიკა რურუა უგულავას გვერდით რატომ არ აღმოჩნდაო? რურუას დეველოპერულ კომპანიას უგულავამ კიკვიძის ბაღში მშენებლობის უფლება არ მისცა...

 

ორ თვეში ისეთი სკანდალური ინფორმაცია გასკდება, რომ რაც მოხდა, ის მხოლოდ „ჟურნალად" მოგეჩვენებათ", - განაცხადა ოთარაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი