logo_geo
რამაზ საყვარელიძე: დღეს რომ სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, მაჩალიკაშვილს ვინმე ამოაღებინებდა ხმას?!
- +

18 ნოემბერი. 2018. 02:25

 

„ვფიქრობ, ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია. ხელისუფლების ოპონენტი ძალა კი, „ნაციონალური მოძრაობა“, ყველაფერზეა წამსვლელი“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა.

 

„მას არ უნდა მისცეს პროვოკაციისთვის საფუძველი, თორემ ამის გამოყენება როგორ შეუძლია, ვიცით. შეცდომა მგონია, რომ არ მისცეს თავის დროზე კარვების გაშლის საშუალება, თუმცა, ისიც ცხადია, რომ საბოლოოდ დაიხიეს უკან. ხორავას ქუჩის საქმე ძალიან ფრთხილი თემაა და „ქართულ ოცნებაში“ უნდა იცოდნენ, რომ დაგროვილ კითხვებზე მაინც მოუწევთ პასუხის გაცემა, თუ არადა, მოუწევთ პასუხის გება. თუმცა აშკარაა ისიც, ამ საკითხის გამოყენებას როგორ ცდილობენ პოლიტიკურად.

 

ვხედავ, რომ ერთი მხარე იბძვის ხელით, ფეხით, კბილებით, ტყუილით, ცრუბრალდებებით, ძალადობით... მეორე მხარე კი მხოლოდ იგერიებს და ამასობაში უშვებს შეცდომებს, თუმცა გამოსწორებას ცდილობს.

 

ვეკითხები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გულში ჩაიხედონ და ისე თქვან, დღეს რომ სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, მაჩალიკაშვილს ვინმე ამოაღებინებდა ხმას?! არათუ ამდენს არავინ გააბედვინებდა, არ არის გამორიცხული, მისი ლიკვიდაციაც კი მოეხდინათ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი