logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: გული მწყდება, როდესაც ვუყურებ ზოგიერთი ადამიანის დეგრადირებას...
- +

16 იანვარი. 2017. 23:09


 

„ადამიანურად გული მწყდება ხანდახან, როდესაც ვუყურებ ზოგიერთი ადამიანის გვერდზე გასვლას, ზოგიერთი ადამიანის დეგრადირებას", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში"  იმ საკითხზე საუბრისას განაცხადა, თუ როგორ უყურებს ადამიანურად პარტიის წევრების „ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლას, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ.

 

„მე დამრჩა შთაბეჭდილება და ასე ხდება ხოლმე რთულ სიტუაციებში, რაღაც ნაწილმა ჩვენი თანაგუნდელების დაკარგა რწმენა იდეის, რწმენა გამარჯვების, დაკარგა რწმენა იმის, რასაც ჩვენ ვემსახურებოდით, შესაძლოა არც არასდროს სჯეროდა ამის. ასეთი ხალხი ჯობია პარტიაში არ იყოს. ხშირად იყო საუბარი შერიგებაზე, მაგრამ ასე არ ხდება. პარტია არის ბრძოლისუნარიანი ორგანიზაცია, რომ შეცვალოს არსებული რეალობა. ეს შესაძლებელია თუ ის არის იდეურად სუფთა, დარწმუნებული, რასაც აკეთებს და თუ ის მოქმედებს, როგორც ერთიანი ორგანიზმი. იქ შიგნით მუდმივად გარკვევები როდესაც არის და ხალხი მთავარ რამეზე ვერ თანხმდება და ეს არის იდეა, პრაქტიკულად ეს აზარალებდა პარტიას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა მათი გასვლა დადებითი მოვლენაა. დარჩა ის ხალხი, ვისაც სჯერა იდეის, გამარჯვების და ვისაც გვჯერა, ის უნდა გავატაროთ. ის ნაწილი, პლასტი, რომელიც წინ არ უშვებდა ახალ ხალხს, დიდი მასივი გაიწია გვერდზე და გაიხსნა ახალი გზა. ეს არის დადებითი პროცესი, მე ამას სხვანაირად ვერ შევხედავ", - განაცახად სააკაშვილმა.




 

big_banner
არქივი